No posts.
No posts.

პროექტის სახელი: წყალი, როგორც უჩვეულო ნივთიერება , მისი ლაბორატორიული გამოკვლევა.

პროექტის მოკლე აღწერა: პროექტში მონაწილე მოსწავლეებს ევალებათ წინასწარ მიცემული დოკუმენტური ფილმის ნახვა, სადაც აღწერილია ახლო წარსულში აღმოჩენილი წყლის მნიშვნელოვანი თვისებები.მოსწავლეები იკვლევენ ისტ-ის საშუალებით იმ მაცნიერმუშაკების მიღწევებს,რომლებიც ამ დოკუმენტურ მასალაშია მოცემული, რადგან თითოეული მკვლევარი თავის უახლეს ნაშრომებს სწორედ წყალს უძღვნის.

მოსწავლეთათვის ხელმისაწვდომია წყლის გასუფთავება-ანალიზი მათთვის მოპოვებული მდინარების და მინერალური წყლების სინჯებზე. ეძლევათ კონკრეტული დავალება, ამა თუ იმ იონის აღმოჩენისა და თითოეული სინჯის დახასიათება შემადგენლობის მიხედვით.

პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილე მოსწავლეებს ევალებათ წინასწარ მიცემული დოკუმენტური ფილმის ნახვა, სადაც აღწერილია ახლო წარსულში აღმოჩენილი წყლის მნიშვნელოვანი თვისებები.მოსწავლეები იკვლევენ ისტ-ის საშუალებით იმ მაცნიერმუშაკების მიღწევებს,რომლებიც ამ დოკუმენტურ მასალაშია მოცემული, რადგან თითოეული მკვლევარი თავის უახლეს ნაშრომებს სწორედ წყალს უძღვნის.

მოსწავლეთათვის ხელმისაწვდომია წყლის გასუფთავება-ანალიზი მათთვის მოპოვებული მდინარების და მინერალური წყლების სინჯებზე. ეძლევათ კონკრეტული დავალება, ამა თუ იმ იონის აღმოჩენისა და თითოეული სინჯის დახასიათება შემადგენლობის მიხედვით. მოსწავლეები იკვლევენ ისტ-ის საშუალებით წყლის როლზე დედამიწაზე და მის მნიშვნელობაზე, როგორც სიცოცხლის წყაროზე.ასევე, ისინი ატარებენ წყლის ანალიზს: რამოდენიმე მდინარის წყალის სინჯს იღებენ, ასუფთავებენ, საზღვრავენ ლაბორატორიაში წყალში ორგანული ნივთიერებების არსებობას,Cl- , SO42- აღმომჩენის მიზნით საკვლევ ნიმუშზე ატარებენ რეაქციებს. აქვე საზღვრავენ რკინის მარილების არსებობას წყალში. ეს ანალიზები ტარდება ...- ანალიზურ ლაბორატორაში და მნიშვნელოვანია წყლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, რომელსაც მოსწავლეები შეასრულებენ ბაქტერიოფაგში ლაბორანტთან ერთად.

მოსწავლეთა ასაკი/კლასები: X-XI კლასები

ვადები/ხანგრძლივობა: 2009 წლის ოქტომბერი-ნოემბერი

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: წყლის ანალიზების მონაცემების შეტანა ცხრილში, ნიმუშების ფოტო მასალის ატვირთვა ვებ-გალერეაში, შესრულებული ნამუშევრებისა და ფოტოების გამოფენის მოწყობა.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება ბლოგი, სადაც მოსწავლეები გამოაქვეყნებენ თავიანთი ექსპერიმენტული დაკვირვების შედეგებს, შეადგენენ ცხრილებსა სხვადასხვა მდინარის წყლის ანალიზის მიხედვით. გარდა ამისა, მოსწავლეებს ექნებათ წარმოდგენა წყალზე, როგორც ჩვეულებრივ, ისე უჩვეულო ნივთიერებაზე, რომლის თვისებებიდან ბევრი რამ ამოუცნობია.

სარგებელი სხვებისთვის: პროექტი საინტერესოა, რადგან კონცენტრაცია აქ გადატანილია არა წყალზე, როგორც ნივთიერებაზე, არამედ საშუალება ეძლევათ ,,წყალსუმზირონ სხვადასხვა კუთხიდან. გარდა ამისა, მოსწაველე ეცნობა ლაბორატორიულ წესებს, რაც უფრო მეტად დაახლოებს მათ საბუნებისმეტყველო მაცნიერების ამ საგანთან.

სამუშაო ენა: ქართული

პედაგოგის ვინაობა: ნუნუ ცეცაძე, 161- საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგი

ელ.ფოსტა: N.tsetsadze161@gmail.com

nukts@yahoo.com

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ბიოლოგია, გეოგრაფია, ფიზიკა, მათემატიკა,

პროექტის ფასილიტატორის ვინაობა: ნ.ცეცაძე

პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: N.tsetsadze161@gmail.com

პროექტის ფორუმი:

პროექტის ვებ-ბლოგი: Chemistry